მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს

2023 წლის 28 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ-446754245) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საფეხბურთო კლუბ ბეთლემის 100%-იანი წილის მართვის უფლებით, 29 წლის ვადით ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისებას.

საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ერთხმად მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადით, სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაბა ქედაში, წერეთლის ქუჩა N1-ში მდებარე მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობა-ნაგებობის (ს/კ 21.03.34.282) ნაწილის, კერძოდ 79,14 კვ. მეტრი ფართის პირობიანი იჯარის წესით გასხვისებას.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?