მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს

2023 წლის 24 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/17 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად საკრებულომ ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით დაამტკიცა ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საკრებულოს აპარატის მოქმედ დებულებაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, თანამდებობის განსაზღვრას.

დღის წესრიგის თანახმად, ასევე განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2023 წლის III კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით დადებითად იქნა შეფასებული.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?