საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს







2023 წლის 28 აპრილს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/06 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.
მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიენიჭა საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს შესრულების კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, რომელთა მიზანი ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერებული მშენებლობების კონტროლის პროცესის გაუმჯობესება და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაა.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. მიმდინარე საპრივატიზაციო ობიექტბის ნუსხა 10 (ათი) ერთეულით განისაზღვრა.
დღის წესრიგის შესაბამისად, მესამე საკითხად განიხილეს „„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №გ-95. 95230904 განკარგულებაში ცვლილების შეტანის“ შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტის გამოცემის თარიღად განისაზღვრა საკრებულოს მომდევნო მორიგი სხდომა.
საკრებულომ მეოთხე და მეხუთე საკითხად განიხილა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2022 წლის შესრულების ანგარიში" და ,,ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიში", რომელიც საკრებულოს ხმათა უმრავლესობით დადებითად იქნა შეფასებული.
სხდომას სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |