მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ექვსი საკითხი განიხილეს

2023 წლის 27 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/15 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ერთხმად იქნა მიღებული ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელითაც ამხანაგობის საერთო ქონების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით მუნიციპალიტეტის დაფინანსების ძირითად მიმართულებას დაემატა საერთო სარგებლობაში მყოფი სარდაფებისა და გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები.

საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით ცნობად მიიღო ელექტრონული პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭულაში მცხოვრები მოქალაქე ზვიად გოგიტიძის მიერ ინიცირებული პეტიცია - დაბა ქედაში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე, ხიდიდან მარჯვნივ მოსახვევის ზედა ნაწილში „მამული, ენა, სარწმუნოება“ ბანერის განთავსებისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული იქნება ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმიისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) პროექტზე.

  • საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ვაჟა აბულაძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული).
  • დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 17 ნოემბერს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2023 წლის 20 ნოემბერს დღის 12:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
  • ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 24 ნოემბერი.

საკრებულომ მეოთხე საკითხად განიხილა და ერთხმად მიიღო ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

საკრებულომ დღის წესრიგის შესაბამისად, ბოლო საკითხად მოისმინა სოციალურად დაუცველი ოჯახების რეგისტრაციისა და რაოდენობის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სერვისცენტრის ინფორმაცია. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით სერვის ცენტრის ბაზაში სულ რეგისტრირებულია 3407 ოჯახი, მათ შორის 1916 ოჯახი არის მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?