მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2023-2026 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს

2022 წლის 22 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით იქნა მოწონებული ქედის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქედის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებს და პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.

პრიორიტეტების დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის №385 ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხა განისაზღვრა 13 ერთეულით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მუნიციპალიტეტს მიმართონ აღნიშნული ქონების შესყიდვის მოთხოვნით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?