მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქედაში ვეტერინალური კლინიკის მოსაწყობად მიწის ნაკვეთი გამოიყო

2019 წლის 13 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/19 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რომან დავითაძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №9ა-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 21.03.34.441) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რაც საკრებულოს დამსწრე წევრთა სრული უმრავლესობით იქნა მიღებული. შესაბამისად, მოხდა აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 21.03.35.545) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“- სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რაც ასევე დამსწრეთა სრული უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი.

განკარგულების თანახმად, მერს მიეცა თანხმობა, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 49 წლის ვადით, აღნიშნული ტერიტორია გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ შემდგომში ვეტერინარული კლინიკის მოწყობის მიზნით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?