მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს №01-06/12 რიგგარეშე სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 აგვისტოს №01-06/12 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომას 24 წევრიდან 14 ესწრებოდა.

სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყო ის ადგილები სადაც საარჩევნო სუბიექტებს მიეცათ უფლება საკუთარი საარჩევნო პლაკატები (სააგიტაციო მასალების) განათავსონ და გამოფინონ იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტების თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალების) გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით. ასევე განისაზღვრა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის შენობა–ნაგებობები, სადაც საარჩევნო სუბიექტს შეეძლება წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩატარება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ შენობა–ნაგებობების ჩამონათვალი (სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დასახელება) სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალის) განთავსება.

საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და ცვლილება იქნა შეტანილი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ამბულატორიული მომსახურების პროგრამაში. ცვლილების თანახმად, პროგრამაში საწვავის ეკონომიის ხარჯზე - 2270,40 ლარი გადატანილი იქნა პროგრამის მართვის მუხლში და შპს ,,ავტოსატრასპორტო საწარმო“-ს დაეკისრა პროგრამით გაუთვალსიწინებელი ქონების გადასახადის გადახდა.

დღის წესრიგის შესაბამისად მეხუთე საკითხად რიგგარეშე სხდომაზე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2018 წლის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?