საკრებულოს №01-06/08 მორიგ სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს


















2018 წლის 25 მაის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/08 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 22 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სდომის დღის წესრიგის თანახმად სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ამირან დევაძემ საჯარო ადმინიტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დასამტკიცებლად წარმოადგინა რვა საკითხი, რომლებიც ერთხმად იქნა მიღებული:
1. ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
2. ,,ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
3. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
4. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
5. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
6. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
7. ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი;
8. „ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
9. საკრებულომ ხმათა უმრავლესობით განიხილა და დადებითად გადაწყვიტა „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულიკო ბოლქვაძემ წარადგინა. მიღებული გადაწყვეტილებით განახლებულ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და არსებული ოქბიექტების შეფასება, ასევე მოხდა პრივატიზებული ქონების ნუსხიდან ამოღება, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საპრივატიზაციო ნუსხაში არსებული ობიექტებით დაინტერესების შემთხვევაში მიმართონ მერიას აუქციონის ჩატარების შესახებ.
10. სხდომაზე უმრავლესობის მიერ დადებითად იქნა შეფასებული დღის წერიგის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2018 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა.
საკრებულოს მეთერთმეტე საკითხად ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე კომახიძე-ქაჯაიამ დასამტკიცებლად წარუდგინა ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნა დამტკიცებული.
დღის წერიგის შესაბამისად მეთორემეტე საკითხად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარადგინა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობება-ნაგებობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. წარმოდგენილი განკარგულებით ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობება-ნაგებობეში აკრძალა თამბაქოს მოწევა. ქედის მუნიციპალიტეტში (ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში) დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები და სხვა პირები ვალდებულნი არიან:
ა) დაემორჩილონ ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობება-ნაგებობეში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს;
ბ) ნებისმიერი პირის მიერ აკრძალულ ადგილას თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს კონტროლის განმახორციელებელ პირს.
საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეცამმეტე საკითხად განიხილა და უარი განაცხადა საკრებულოს წევრის თემურ ავალიანის მიერ ინიცირებული ,,ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (გატყევებული ტერიტორიები) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წარმოდგენილი წინადადების მოწონების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის დამტკიცებაზე.
სხდომაზე მეთოთხმეტე საკითხად გაინიხილეს საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს მიერ ინიცირებული ,,30 აპრილს ციხისძირში გამართულ მშვიდობიან აქციაზე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გასაგზავნი მიმართვის ტექსტის დამტკიცების შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელის დამტკიცებაც საკრებულოს უმრავლესობის მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |