მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულომმორიგ სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა

2023 წლის 31 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/07 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 20 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველად საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის და დამრღვევის მიმართ საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის ვალდებულება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული სამსახურის საჯარო მოხელეები.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
მიღებული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, რომლსაც სს „აჭარის წყლის ალიანსი“ განახორციელებს. გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის დამატებითი დაფინანსებით მიმდინარეობს აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების გაწმენდის პროგრამა. აღნიშნული ღონისძიებებით დაგეგმილია აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა. პროექტის განხორციელების შემდგომ შეიქმნება სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა სათანადო ექსპლუატაციითა და უზრუნველყოფით. დაგეგმილია როგორც აჭარის/სახელმწიფო/მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ქონებებზე, ასევე დაურეგისტრირებელ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე წყალმომარაგებისათვის (წყალამღები, წყლის გამწმენდი, რეზერვუარები და ა. შ.), ასევე წყალარინებისათვის (ჩაშვებული წყლების გამწმენდი) საჭირო ნაგებობებისა და შესაბამისი სანიტარული ზონების მოწყობა.

სხდომაზე მესამე და მეოთხე საკითხად მოისმინეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2023 წლის I კვარტლის შესრულების ანგარიში და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც საკრებულოს მიერ ხმათა უმრავლესობით დადებითად იქნა შეფასებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?