საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა




საკრებულომ 2023 წლის 23 ივნისის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/08 რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, რომელსაც საკრებულოს 21 წევრიდან 16 ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
მიღებული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და მასში შემავალი სოფლების ცენტრების ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისათვის დამატებით 826 200 ლარი განისაზღვრა, ასევე გაიზარდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე (ბინის ქირით უზრუნველყოფა) ფინანსური დახმარების პროგრამის ხარჯები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |