მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულომ 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

2023 წლის 17 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/16 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 15 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).

პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის თარიღი განისზღვრა 2023 წლის 20 ნოემბრის 13 საათით (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, სააქტო დარბაზი).

დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2023 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2023 წლის 22 ნოემბრისა.

საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2023 წლის შემდეგი გრაფიკით:

  • სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2023 წლის 22 ნოემბერი; 11:00 საათი;
  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2023 წლის 22 ნოემბერი; 12:00 საათი;
  • ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2023 წლის 22 ნოემბერი; 14:00 საათი;
  • სოციალურ საკითხთა კომისია - 2023 წლის 22 ნოემბერი; 15:00 საათი.

ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია გაფართოებულ სხდომას ჩაატარებს 24 ნოემბერს 12:00 საათზე.

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2023 წლის 26 დეკემბერს დღის 12:00 საათზე (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).

„ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბერი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?