მთავარი სიახლეების არქივი

საინფორმაციო შეხვედრა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში

,,სოფლის განვითარების პროგრამის" საგრანტო თანადაფინანსება არასასაოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე იწყება. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის ორგანიზებით, ქედაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული მიზნობრივი ღონისძიებები და სექტორში ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიზნით ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ააიპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ (ARDA) ახორციელებს „სოფლის განვითარების პროგრამას“.


პროგრამის მიზნების და ამოცანები

  • პროგრამა ითვალისწინებს სოფლად ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობების ხელშეწყობას თანადაფინანსების გზით.

პროგრამის მიზნებია

  • სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  • გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

პროგრამის ამოცანებია

  • სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  • სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება.
განმახორციელებელი ორგანიზაცია - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო http://undp.arda.gov.ge/
საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურეობის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი
საკონტაქტო ინფორმაცია: www.bbi.ge
მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის 73
ტელეფონი: (+995) 514 669449
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?