მთავარი სიახლეების არქივი

საინფორმაციო შეხვედრა მრავალფუნქციური აგროპორტალის ,,აგროფეისი"-ს შესახებ

დღეს, ქედის ,,ქალთა ოთახში", ასოციაცია "მომავლის ფერმერმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური აგროპორტალის - agroface.ge-ს შესახებ.

ასოციაციის ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო სერვისის შესახებ ინფორმაცია.

პორტალი სოციალური ქსელის პრინციპით მუშაობს და იგი მხოლოდ საქართველოს მომხმარებელზე არ არის გათვლილი. მის შესაძლებლობას აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებიც გამოიყენებენ, რაც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია - აღინიშნა შეხვედრაზე.

აგროფეისის დახმარებით, შესაძლებელია დარგში ჩართულმა თითეულმა მონაწილემა საკუთარი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?