საახალწლო მილოცვა ყველაზე ხანდაზმული წყვილის ოჯახიდან
აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან სოფიო ბაკურაძესთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ - ბოლქვაძესთან ერთად, დღეს სოფელ გარეტყეში, საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილის - ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახს საახალწლო საჩუქრებით სტუმრობდნენ. ,,სიმბოლურია დამდეგი შობა-ახალი წელი, სწორედ ქედის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში მცხოვრებ, უხუცესი წყვილის ოჯახიდან მიულოცო. ასეთი ბედნიერი, ბარაქიანი და წარმატებული წლები მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს საქართველოში!" - აღნიშნა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და რეკორდსმენ წყვილს საჩუქრად მარიამ ზოიძის ფოტო ნამუშევრების ალბომი გადასცა. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და 76 წლიანი თანაცხოვრებით დასავლეთ ევროპის რეკორდსმენთა სიაში მოხვდა. ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდეს: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. წელს მაისის თვეში, გინესის რეკორდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლების მიერ სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან, განსაკუთრებით სასიმღერო ტრადიციის. ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისათვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა, რომელიც დღეს შთამომავლებმა კიდევ ერთხელ ააჟღერეს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |