მთავარი სიახლეების არქივი

ქუთაისში ,,შინმოვლის" მოხალისეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22-23 მარტს ქუთაისში, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვიების უზრუნველყოფა“- ფარგლებში, ქედისა და ხელვაჩაურის მოხალისეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ითვალისწინებდა: 1. მოხალისეთა ინფორმირებულობას ხანდაზმულთა უფლებებთან დაკავშირებულ, გაეროს პრინციპებისა და მადრიდის კონვენციის სამოქმედო გეგმის შესხებ ; 2. მიზნობრივ თემში მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებებზე, მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციების განხილვა და შეფასება. მიღებული ინოფრმაციების მიხედვით აპრილის თვიდან დაგეგმილია საჭირო და აუცილებელი ინვენტარის გადაცემა მოხუცებისთვის, რაც დახმარებას გაუწევთ გადაადგილებაში და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. პროექტი ხორციელდება „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-ს მხარდაჭერით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით. #ASBGeorgia შეხვედრის ფარგლებში, მოხალისეები გაეცნენ ქუთაისის დღის ცენტრის სერვისებს, მოინახულეს ხანდაზმული ბენეფიციარები, რაც ორივე მხარისთვის უჩვეულოდ ემოციური იყო. ასევე გაეცნენ ,,შინმოვლის პროგრამის" კონკრეტულ მაგალითს და სოციალურად დაუცველი, შშმ ციური გოგავა ბინაზე მოინახულეს. ქალბატონ ციურისთან თავისივე ასაკის თინათინ კაპანაძე მოხალისეობს და როგორც თითონ აღნიშნეს, გარდა ფიზიკური და მორალური დახმარებისა, ისინი ერთად ფსიქოლოგიურ სირთულეებსაც უმკლავდებიან და ვინაიდან, ორივე მათგანი მუსიკით არიან გატაცებულნი, ხშირად ერთადაც მღერიან ხოლემე. მოხალისეებისთვის ვიზიტი ქუთაისში შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შეხვედრა ითვალისწინებდა: 1. მოხალისეთა ინფორმირებულობას ხანდაზმულთა უფლებებთან დაკავშირებულ, გაეროს პრინციპებისა და მადრიდის კონვენციის სამოქმედო გეგმის შესხებ ; 2. მიზნობრივ თემში მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებებზე, მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციების განხილვა და შეფასება. მიღებული ინოფრმაციების მიხედვით აპრილის თვიდან დაგეგმილია საჭირო და აუცილებელი ინვენტარის გადაცემა მოხუცებისთვის, რაც დახმარებას გაუწევთ გადაადგილებაში და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. პროექტი ხორციელდება „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-ს მხარდაჭერით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით. #ASBGeorgia შეხვედრის ფარგლებში, მოხალისეები გაეცნენ ქუთაისის დღის ცენტრის სერვისებს, მოინახულეს ხანდაზმული ბენეფიციარები, რაც ორივე მხარისთვის უჩვეულოდ ემოციური იყო. ასევე გაეცნენ ,,შინმოვლის პროგრამის" კონკრეტულ მაგალითს და სოციალურად დაუცველი, შშმ ციური გოგავა ბინაზე მოინახულეს. ქალბატონ ციურისთან თავისივე ასაკის თინათინ კაპანაძე მოხალისეობს და როგორც თითონ აღნიშნეს, გარდა ფიზიკური და მორალური დახმარებისა, ისინი ერთად ფსიქოლოგიურ სირთულეებსაც უმკლავდებიან და ვინაიდან, ორივე მათგანი მუსიკით არიან გატაცებულნი, ხშირად ერთადაც მღერიან ხოლემე. მოხალისეებისთვის ვიზიტი ქუთაისში შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?