მთავარი სიახლეების არქივი

ქორეოგრაფიული ანსამბლი ბეთლემი 20 წლისაა

ანსამბლი ,,ბეთლემის“ 20 წლის საიუბილეო საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის’ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ანსამბლი 2004 წელს ჩამოყალიბდა, რომელსაც იმედა ფარტენაძე და ნოდარ კახიძე ხელმძღვანელობდა. ანსამბლის ქორეოგრაფები დღემდე იმედა ფარტენაძე და მზია ტუნაძეა.

ანსამბლი ,,ბეთლემი“ აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ხალხური და მსოფლიო ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანში და რუმინეთში. ანსამბლს არაერთი ჯილდო, სიგელები, დიპლომები და თასი აქვს მიღებული.

,,ბეთლემმა“ წარმატებით გაიარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სერთიფიცირება და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.

ანსამბლი ,,ბეთლემი“ 2016 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი გახდა.

საიუბილე საღამოზე ანსამბლი ,,ბეთლემი“ ,,სახალხო ანსამბლის წოდებით“ დაჯილდოვდა. ჯილდო საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილმა გადასცა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი ,,ბეთლემი“, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდი, ხატია დიასამიძე და ანსამბლ ,,ბეთლემის“ უხუცესი წევრები.

საიუბილეო საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი, აჭარის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯომარე გენო ჭელიძე, საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზაცია ,,ბათუმი Black Sea” დირექტორი ანზორ დევაძე, ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯამბულ სურმანიძე ესწრებოდნენ.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?