მთავარი სიახლეების არქივი

ქედის თვითმმართველობის მოხელეებისთვის სემინარი გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, დღეს საქართველოსა და აჭარის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირების ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის სემინარი გაიმართა. აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა საჯარო მოხელეებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ახალი რეგულაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროფესიული კავშირების საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუკრი ჭინჭარაულმა. სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოხელეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 1 წელია, რაც პროფკავშირების რაიონული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც 20 წევრი იყო გაერთანებული. თუმცა დღეს 15 მოხელემ გამოთქვა სურვილი და შესაბამისად, ახალი წევრები შეემატა. სემინარს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე. მოგვიანებით კი აჭარის პროფგაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე შეუერთდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?