მთავარი სიახლეების არქივი

ქედის ,,ქალთა ოთახის" მუშაობას უცხოელი დონორები გაეცნენ

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები შანტალ ფელდერი და შანტალ ოთრამარი, ასევე ამ სააგენტოს წარმომადგენლები თბილისიდან - ია ცაგარეიშვილი და ბექა გონაშვილი, ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის" გუნდის ლიდერი ჰელენ ბრადბერი და მისი მოადგილე გიორგი სადუნიშვილი, მერსი ქორფსის წარმომადგენლებთან ერთად, მათ მიერ დაფინანანსებული პროგრამის ფარგლებში ქედაში გახსნილისერვისის ,,ქალთა ოთახი"-ს მუშაობას გაეცნენ და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ქალთა ოთახის მენეჯერი, გამგებლის მრჩეველი გენდერის საკითხებში - თეა შარაშიძე მასპინძლობდა. ახალი სერვისის ფუნქციები, განხორციელებული სიკეთეები და სერვისები ბენეფიციარებთან ერთად მიმოიხილეს. შეხვედრა თბილ გარემოში წარმიმართა. მეტიც, ქედის ქალთა ოთახის ბენეფიციარებმა უცხოელი სტუმრები საკუთარი ხელნაკეთობებით დაასაჩუქრეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?