მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტში ვეტერანებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ ხურციძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, როლანდ ბერიძესთან. მხარეებმა სამომავლოდ ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის აუცილებელი პროგრამების ერთობლივად შემუშავების მზაობა გამოთქვეს. ქედის მერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. ვეტერანებმა მათთვის და მათი ოჯახებისთვის აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს, მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე, ასევე სამომავლოდ ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პროგრამებზე. ვეტერანებმა, მადლიერება გამოხატეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომელიც მომდევნო წლიდან სახელმწიფო სუბსიდიის გაზრდას გულისხმობს.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?