მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი იწყება

CENN-მა მიმდინარე წლის 1 მაისიდან ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყოპროექტის – ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში განხორციელება.პროექტის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირება, ინკლუზიური მიდგომებთ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით, რაც ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენებითა და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით მიიღწევა.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციას, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვასა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას.

პროექტი იყენებს სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, „LEADER“ - ის მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობს სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის, როგორც განმახორციელებელი პირების და არა როგორც მოსარგებლეების ჩართვას.

პროექტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:

  • ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება;
  • ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება;
  • სტრატეგიული მიმართულებებით ინოვაციური პროექტების განხორციელება ქვეგრანტების საშუალებით;

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის,ENPARD-ის ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?