მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტში, მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა

ქედის მუნიციპალიტეტში, მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობა ოფიციალურად გაიხსნა.

სასწრაფოს შენობა მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქედის რაიონული სამსახურის მენეჯერთან შორენა ბერიძესთან ერთად გახსნა.

გახსნის ცენემონიას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურცენტრის ხელმძღვანელი დურმიშხან შავიშვილი, ძალოვანი სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა 2022 წელს გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და 2023 წელს დასრულდა. ერთსართულიანი შენობა, აღჭურვილია წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელექტრო მომარაგებით, გათბობა - გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 344 197 ლარი დაიხარჯა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?