მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტმა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალში მონაწილე 500 ბავშვს უმასპინძლა

დღეს ქედის მუნიციპალიტეტმა ,,სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალში“ მონაწილე 500 ბავშვს უმასპინძლა.

ფესტივალი, ქედის ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში არსებულ სცენაზე გაიმართა, რომელშიც თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლები: ,,საუნჯე“, ,,არარატი“, ,,არსიანი“, ,,ისამე“, ,,ქიმერიონი“ ღებულობდა მონაწილეობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე ფესტივალში მონაწილე ანსამბლების ხელმძღვანელებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი“ ორგანიზაცია ,,Batumi-black Sea”-ს ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?