მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მორიგი №01-06/03 სხდომა გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ მორიგ №01-06/03 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები და დამატებები შევიდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №37, №39 და 2016 წლის 15 ივლისის №10 დადგენილებებში.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემას, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის პროგრამის პროექტით გათვალისიწინებული ღონისძიების გატარებას.

წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ( ექსკავატორდამტვირთველი საჭირო კომპლექტით და თვითმცლელი ნაგავმზიდი), პირდაპირი განკარგვის წესით, ორი წლის ვადით, თხოვების ფორმით, შ.პ.ს. ,,ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის გადაცემაზე.

საკრებულომ ცნობად მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე რეგისტირებული ამომრჩევლების მიერ წარმოდგენილი პეტიციების (საგზაო უსაფრთხოების სარკეების მოწყობა - შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, დაბის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირების ადგილების გამოყოფა-შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ყველა საჯარო საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას-შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა, სოფლებში, დაბაში და ტერიტორიულ ერთეულებში აბრებისა და ნიშნულების მოწყობას) განხილვის შედეგების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში.

დღევანდელ სხდომაზევე იქნა მოსმენილი და ცნობად მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარი მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრთა მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?