მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2022 წლის 28 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/17 მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პიველ საკითხად განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, დაბა ქედაში, ტბელ აბუსერიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის განთავსების შესახებ.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 03 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე).

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 04 ნოემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი), ხოლო დადგენილებების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 07 ნოემბერი.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?