ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი №01-06/19 სხდომა გაიმართა, რომელზეც ექვსი საკითხი განიხილეს











ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 24 ნოემბერს გაიმართა 2017-2021 წლის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი მოწვევის მორიგი №01-06/19 სხდომა, რომელსაც საკრებულოს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას 24 წევრიდან ესწრებოდა 21. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომლითაც ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი პეტიციით მიმართვის პროცედურების გამარტივება და პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესის განსაზღვრა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვლილების რეგლამენტში განხორციელებას წინ უძღვოდა მოსახლეობის ინიცირება პეტიციის სახით.
მეორე საკითხად საკანონმდებლო ორგანოში განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ერთხმად მოწონებული იქნა წევრების მიერ და დაკომპლექტდა კომისიის შემადგენლობა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 საკითხებადაც განხილული და დამტკიცებული იქნა საკრებულოს შემდეგი კომისიების შემადგენლობა, კერძოდ:
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |