მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა

2018 წლის 18 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/01 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 22. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილა.

სხდომაზე პირველ საკითხად, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ წარადგინა, განხილული და დამტკიცებული იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განსაზღვრული ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო.

საკრებულოს მეორე და მესამე საკითხი ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი და „„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი - ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ წარუდგინა, რომელებიც ხმათა უმრავლესობით იქნა დამტკიცებული.

დღის წესრიგის შესაბამისად სხდომაზე მეოთხე საკითხად დადებითად გადაწყდა ,,ქედის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ წარადგინა. აღნიშნული შეთანხმებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა 20 ერთეულით განისაზღვრა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?