ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი სხდომა გაიმართა



ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის პირველი მორიგი №01-06/01 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
ნორმატიული აქტის მიღების მიზეზია ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართის ცვლილება (მუნიციპალიტეტის ოფიცილური ვებგვერდის www.keda.gov.ge განახლებული პორტალი).
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ამირან დევაძე). (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2021 წლის 21 თებერვალს დღის 18:00 საათამდე სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 22 თებერვალს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).
დადგენილების გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის 26 თებერვალი.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს.
ინდივიდუალური აქტის ძირითად არსს წარმოადგენს საკრებულოს წინასწარი თანხმობით და საქართველოს მთავრობის ნებართვით, ქედის მუნიციპალიტეტმა საქართველოში იაპონიის საელჩოსგან მიიღოს გრანტი 77 235 (სამოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით.
გრანტის მიღების შემდეგ მხარეებს შორის დაიდება საგრანტო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს ახალი მუნიციპალური სერვისი, დაბა ქედისთვის საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსის შეძენა, რომლითაც მოხდება დაბის ტერიტორიაზე ინკლუზიური ელექტრო მობილობის სერვისის შექმნა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |