მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 23 მაისს N01-06/07 რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ქედი მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 23 მაისს დღის პირველ საათზე გაიმართა №01-06/07 საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას 24 წევრიდან 15 ესწრებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხი - ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შესახებ“ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა საკრებულოს ხმათა უმრავლესობით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებელი იქნება აჭარის არ ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის არ ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ფერდსამაგრი კედლების, სანიაღვრე არხების და გაბიონების მოწყობას. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ჩასატარებელია 67 ღონისძიება და მათი საერთო ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს. ღონისძიებების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწყერული მოვლენებისაგან საცხოვრებელი სახლების, გზების და სხვა კომუნიკაციების დაზიანების რისკების თავიდან აცილებას, ასევე ხელი შეეწყობა სოფლის მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?