ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 29 სექტემბერს გაიმართა მორიგი №01-06/15 სხდომა











ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 29 სექტემბერს გაიმართა მორიგი №01-06/15 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ესწრებოდა 20. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგის დამტკიცებამდე საკრებულოს სხდომა დატოვა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს წევრებმა.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი დასახლების ,,გიორგოული“-ს შექმნის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსიაშვილებში მცხოვრები მოქალაქეების წინადადების მოწონების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (განკარგულება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელსაც წინ უძღოდა ამავე სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა, აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კრების ოქმი და სხვა შესაბამისი მასალები.
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დასახელებულ საკითხზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც განახორციელებს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია (კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე). კომისიაში შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 2017 წლის 20 ოქტომბერს 16:00 საათზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (განკარგულება) გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ოქტომბერი.
წარმომადგენლობით ორგანოში მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მეექვსე საკითხებად განხილული და მიღებული იქნა შემდეგი დადგენილებების პროექტები:
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
2. სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
3. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
4. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
5. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე მე-7 საკითხად განხილული იქნა მოქალაქეების მიერ პეტიციის წესით ინიცირებული საკითხი „„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილება - დამატების შეტანის შესახებ“, რომელზეც საკრებულოს გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციულ წარმოება. შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია საკრებულოს სამანდატო საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიაში (კომისიის თავმჯდომარე ამირან დევაძე) მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართება 2017 წლის 20 ოქტომბერს 16:00 საათზე. ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (დადგენიელბა) გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 27 ოქტომბერი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის დანერგვის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, აქედან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად საკითხი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის დანერგვის თაობაზე დაუბრუნდა საკრებულოს სამანდატო საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიას.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |