ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 27 ოქტომბერს მორიგი №01-06/16 სხდომა გაიმართა





ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა მორიგი №01-06/16 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განხილული და დამტკიცებული იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილება - დამატების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ინიცირებული იყო ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების მიერ პეტიციის სახით და ითვალისწინებს საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენას ექვს თვეში ერთხელ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლების და საკრებულოს წინაშე.
მეორე საკითხად საკანონმდებლო ორგანოში განხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილება - დამატების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. აღნიშნული საკითხი შეეხება პეტიციის ელექტრონული წესით წარდგენის სისტემის დანერგვას. ნორმატიულ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ცვლილებების პროექტი საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მიერ მომზადებული იქნა მუნიციპალიტეტის მოქალაქეების მიერ საკრებულოში წარმოდგენილი პეტიციის წინადადებების და პროექტის ძირითადი პრინციპების საფუძველზე. ასევე მასში გათვალისწინებულია დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები.
სხდომაზე მესამე საკითხად კენჭი ეყარა ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი დასახლების ,,გიორგოული“-ს შექმნის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მოსიაშვილებში მცხოვრები მოქალაქეების წინადადების მოწონების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც საკრებულოს წევრების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული და საქართველოს მთავრობაში შესაბამისი სამართლებრივი საფეხურების გავლის შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნება ახალი დასახლება ,,გიორგოული“.
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, შემდეგ საკითხად განხილულ იქნა და დადებითად გადაწყდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის მე-6 ქუჩის IV ჩიხის მოპირდაპირე უსახელო ჩიხისთვის მე-6 ქუჩის V ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
წარმომადგენლობით ორგანოში ბოლო მე-5 და მე-6 საკითხებად განხილული და მიღებული იქნა შემდეგი განკარგულების პროექტები:
შპს „ქედის კომუნალსერვისის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკის ავტოსადგომისათვის საჭირო - 373,00 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით დროებით სარგებლობაში (თხოვების ფორმით), ხუთი წლის ვადით შპს ქედის კომუნალსერვისისთვის გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიან, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალიწინებს წონიარისის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ წონიარისში არსებული კეხივრის სარწყავი არხის - 6444,90 გრძივი მეტრის (ს/კ 21.00.059) გადაცემას. დეპარტამენტის მიერ არხის რეაბილიტაცია გათვალისწინებული იქნება დეპარტამენტის მოამავალი წლების საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშნეებლობის, რეაბილიტაციის და მოვლა შენახვის პროგრამის ფარგლებში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |