მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

2020 წლის 19 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მორიგი №01-06/05 სხდომა არსებული რეკომენდაციების დაცვით გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი - ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-სთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს შესაბამისი მოთხოვნით, განმეორებით მიმართა. ვინაიდან, საკრებულოს 2020 წლის 29 აპრილის №13 განკარგულებაში მითითებული ქონების გადაცემის 5 წლის ვადა არ იყო საკმარისი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა - ინვესტიციების მოზიდვა და გრანტის მოპოვება. საგრანტო კონკურსების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა კი, ორგანიზაციის მიერ ქონების გრძელვადიანად ფლობაა. გამომდინარე აქედან, საკრებულომ მხარი დაუჭირა აღნიშნული ვადის 15 წლამდე გაზრდას.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხა განისაზღვრა 20 ერთეულით.

მესამე და მეოთხე საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2020 წლის I კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?