მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ გულებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სოფელ გულებში შემდეგი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს:

ლევან და რევაზ დიასამიძის სახლებთან, საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის კიუვეტის მოწყობა;

მინდია დიასამიძის და ჯამბულ დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან სანიაღვრე არხის მოწყობა;

რამაზ დიასამიძის სახლთან საყრდენი კედლის მშენებლობა;

კახაბერ ბერიძის სახლთან მოეწყობა სანიაღვრე არხი ცხაურით.

შიდა სასოფლო-საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების, ბეტონის გზის, რკინა-ბეტონის კიუვეტის არხის ცხაურით, საყრდენი და ფერდსამაგრი კედლების სამშენებლო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან 1 378 000 ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც სულ 25 პროექტი განხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?