მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერი როლანდ ბერიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომას, შტაბის წევრებთან ერთად მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ქედის განყოფილების უფროსი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.
შტაბის წევრებმა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ ვითარებასა და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.


ორდღიანი უამინდობის შემდეგ ქედაში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს. ინტენსიურად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. ტექნიკური ჯგუფების მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?