ქედის მუნიციპალიტეტის მერი სოფელი გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
2 ივლისი 2024
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად, სოფელი გეგელიძეების და ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა პროექტის "საზაფხული ბანაკი მოსწავლეებისთვის" ფარგლებში გაიმართა. პროექტი სხვადსხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის მერთან ვიზიტი და საქმიანობის გაცნობა, ვიზიტი ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლაშქრობის მოწყობა მუნიციპალიტეტის მთებში.
პროექტში გეგელიძეებისა და ჯალაბაშბილების საჯარო სკოლის VII და XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართული.
შეხვედრას ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ჯალაბაშვილების და გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და პროექტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მერს განათლების, პროფესიის, სწავლის დაფინანსების, მერის საქმიანობის შესახებ კითხვები დაუსვეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მოისმინეს.
პროექტი, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2024
ოქტომბერი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |