მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

დღეს, სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბარაბაძემ, აჭარის ჩემპიონატში მუნიციპალიტეტებსა და ქალაქის გუნდებს შორის გამარჯვებული ქედის მინი ფეხბურთის გუნდი დააჯილდოვა.

პირველ ადგილზე გასული გუნდი სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა:

საუკეთესო მეკარე - რუსლან ბარამიძე;

ტურნირის ბომბარდირი - გიორგი შავლიძე;

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - რომა ქობულაძე.

აჭარის ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს საპრიზო თასი და სიგელები გადაეცათ.

ასევე, დაჯილდოვდნენ 2023 წლის ,,აჭარის რეგიონული ლიგის“ გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი ,,ცოლიკაური“ და პეინტბოლის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი.

შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდების ინტერესებზე და საჭიროებებზე.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ა(ა)იპ ,,ქედის სასპორტო სკოლის" ხელმძღვანელი მანუჩარ ჯიჯავაძე.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?