მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერი იაგუნდის წევრებსა და ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე თურქეთის რესპუბლიკის, ქემერის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილე ქალთა ფოლკლორული ანსამბლის ,,იაგუნდის“ წევრებს და ა(ა)იპ ,,ქედის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელს ჯამბულ სურმანიძეს შეხვდა.

ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,იაგუნდი“ თურქეთის რესპუბლიკის, ქემერის მუნიციპალიტეტში მშვიდობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდა.

ანსამბლი ,,იაგუნდი“ მსმენელის წინაშე აჭარული და ლაზური სასიმღერო რეპერტუარით წარსდგა.

მშვიდობის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ანსამბლი ორ ნომინაციაში ,,საუკეთესო მუსიკა“ და ,,საუკეთესო პერფორმანსი“ დაჯილდოვდა. ანსამბლ ,,იაგუნდს“ პრიზები ქემერის მუნიციპალიტეტის მერმა ნეჯეთი თოფალოღლუმ გადასცა.

აღნიშნულ ფესტივალში მსოფლიოს 15 - ზე მეტი ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც იუნესკოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაციის გხარდაჭერით გაიმართა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?