ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 200 000 ლარით გაიზარდა


2023 წლის 16 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/011 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს, მიღებული გადაწყვეტილებით თვითმმართველობის 2023 წლის ბიუჯეტი 1 200 000 ლარით გაიზარდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 12 ესწრებოდა.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. თვითმმართველობის ბიუჯეტით დამატებით დაფინანსდება ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ ზუნდაგის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია და სხვა. ბიუჯეტის ცვლილებებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გააქტიურებული მეწყერების და რთული ზამთრის პირობებიდან გამომდინარე დამატებით მძიმე ტექნიკის შეძენა, ასევე სოფელ გულების ტერიტორიის გეოლოგიური შემოწმების მომსახურების შესყიდვა.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრთან არსებულ სალოტბარო სკოლაში რეგენტი მგალობლის და ინსტრუმენტების შემსწავლელი პედაგოგის მიმართულებების დამატების თაობაზე წინადადების მოწონების შესახებ განკარგულების პროექტი, რომელიც ასევე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |