მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

„თავისუფლების სიყვარულით“ ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიება დაბა ქედაში დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, შეკრებილ საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის ყედირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიების ფარგლებში დროშებით მოეწყო მსვლელობა სკვერიდან ცენტრის მიმართულებით.
მსვლელობას წინ უძღვოდა კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები, რომლებმაც ცეკვა „ქართული“ შეასრულეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?