მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერი საქმიანობის ანგარიშს საჯაროდ წარადგენს

პირველი არჩეული მერი - ლევან გორგილაძე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის ანგარიშს ქედის მოსახლეობას პირველად წარუდგენს.

ქედის მერის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები - ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს წარუდგენს.

გ რ ა ფ ი კ ი

26 მარტი
13 საათი - წონიარისის კულტურის სახლი;
14:30 საათი - ცხმორისის კულტურის სახლი;
15 საათი - დანდალოს ადმინისტრაციული შენობა.

27 მარტი
12 საათი - ზვარის კულტურის სახლი;
14 საათი - ოქტომბრის ადმინისტრაციული შენობა;
16 საათი - მერისის ადმინისტრაციული შენობა.

28 მარტი
13 საათი - პირველი მაისის საჯარო სკოლის შენობა;
14:30 საათი - ზუნდაგის საჯარო სკოლის შენობა;
15 საათი - დოლოგნის საჯარო სკოლის შენობა;

29 მარტი
12 საათი - ქედის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზი
(ანგარიში წარდგენა გაიმართება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების წინაშე);
14 საათი - ქედის კულტურის სახლი.

30 მარტი
11 საათი - მერი ანგარიშს ქედის საკრებულოს წევრებს წარუდგენს.

დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია
ყველა პრეზენტაციის დასასრულს, დრო დაეთმობა ინტერაქტიულ ფორმატს.

იყავი აქტიური მოქალაქე!
მოდი შეხვედრებზე და თავად გაეცანი მიმდინარე სიახლეებს, სამომავლო პერსპექტივებს!..

ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?