მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მერი დანდალოსა და ცხმორისის მოსახლეობას შეხვდა

სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა სოფელ დანდალოსა და ცხმორისის მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრაზე ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად მიეწოდებინათ როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის სოფლის საჭიროებები, მოსახლეობის ინდივიდუალური თუ ყოფითი პრობლემები, ერთობლივად ემსჯელათ მათი მოგვარების გზებზე და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ადგილზე მოესმინათ.


მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებზე, მომზადდება რეკომენდაციები შესაბამის უწყებებთან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას არსებული საჭიროებების მოგვარება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?