ქედის გამგეობამ ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა შეიმუშავა
ქედის გამგეობამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის, რომელიც გამგეობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა გაწერილი, საჯარო განხილვა დღეს მესამედ მოწაყო. განხილვებისას დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები. მეტიც, სწორედ მათი ჩართულობით მოხდა გეგმის საბოლოო ვერსიის შემუშავება. გეგმის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის პროცესის დაგეგმვა ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე პრინციპებისა და მიდგომების მიხედვით. ასევე, ისეთი სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ეფექტიანი სერვისის მიწოდებას. სეპარირებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივ დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას, აღდგენის პროცესების ხელშეწყობის მიზნით. ქედის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება განხორციელდა მუნიციპალიტეტში შექმნილი ჯგუფის მიერ, SAID–ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR) პროგრამის ფარგლებში - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტის საფუძველზე. ასევე განხორციელდა საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. განხილვა ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა. დასმულ შეკითხვებს ზედამხედველობისა და კომუნალურსერვისის წარმომადგენლები, CENN -ას კოორდინატორი აჭარის რეგიონში კახაბერ გუჩმანიძე პასუხობდნენ.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |