მთავარი სიახლეების არქივი

ქედელმა მოჭიდავეებმა 8 საპრიზო ადგილი ღირსეულად მოიპოვეს

30-31 მარტს, ქობულეთში, ვასო გავროზაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც 2004-2006 და 2007-2009 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს შორის მიმდინარეობთა ორთაბრძოლა.

ტურნირში ქედის სასპორტო სკოლის ჭიდაობის სექციის სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობდნენ და შედეგად 8 საპრიზო ადგილიც მოიპოვეს:

პირველი ადგილები მოიპოვეს 35 კგ წონით კატეგორიაში კობა გოგუაძემ და 38 კგ წონით კატეგორიაში ანრი გოგუაძემ.

პირველ ადგილს დაეუფლა ასევე 57 კგ წონით კატეგორიაში ნოდარ ლორთქიფანიძე.

მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ:

35 კგ წონით კატეგორიაში - დიმა გოგიტიძე;

38 კგ წონით კატეგორიაში - ნიკა აბაშიძე;

57 კგ წონით კატეგორიაში - ლევან თავდგირიძე;

ხოლო მესამე ადგილი მოიპოვეს 29 კგ წონით კატეგორიაში ნრი ცინცაძემ და 38 კგ წონით კატეგორიაში ბაჩანა ცინცაძემ.

ქედის თვითმმართველობა ულოცავს სპორტსმენებს და მწვრთნელებს შედეგებით დახუნძლულ ტურნირის დასრულებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?