ქედელი მოჭიდავეების წარმატებები უქმეებზე
17-18 მარტს, ქედის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს. სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია შეხვდნენ და წარმატებები მიულოცეს.
17 მარტს, 2002 - 2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, ვასილ გავროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც აზერბაიჯანის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა, ქედელმა მოჭიდავეებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:
38 წონით კატეგორიაში - დავით ფარტენაძე I ადგილი
დიეგო დიასამიძე II ადგილი
26 წონით კატეგორიაში - ანრი ცინცაძე II ადგილი
29 წონით კატეგორიაში - თედო ბარამიძე III ადგილი
35 წონით კატეგორიაში - გიორგი სტელმახი III ადგილი
ანრი გოგუაძე III ადგილი
47 წონით კატეგორიაში - ნიკა ლამპარაძე III ადგილი
53 წონით კატეგორიაში - ირაკლი ბერიძე III ადგილი
18 მარტს, 2004 - 2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის, აჭარის ღია პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში კი შემდეგი ადგილები გადაინაწილეს:
40 წონით კატეგორიაში - ბაჩანა ცინცაძე I ადგილი
50 წონით კატეგორიაში - ნოდარ ლორთქიფანიძე I ადგილი
55 წონით კატეგორიაში - ლევან თავდგირიძე I ადგილი
ქედის თვითმმართველობა ულოცავს მწვრთნელებს: ზაზა თურმანიძეს, ზაზა ღოღობერიძეს, გოჩა ფარტენაძეს, მარად მახარაძეს და სპორტსმენებს წარმატებებს!
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |