ქედელი მოჭიდავეების მორიგი წარმატება
21-22 აპრილს, ხელვაჩაურში გამართულ ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირში ქართულ ჭიდაობაში, ქედის სასპორტო სკოლის 7 მოჭიდავე ღებულობდა მონაწილეობას, რომელთაგან 6 სპორტსმენმა საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
აბსოლუტური ფალავნობა 66 წონით კატეგორიაში თავდგირიძე ლევანმა მოიპოვა;
35 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი - ნიკა აბაშიძემ მოიპოვა.
40 წონით კატეგორიაში ასევე პირველ ადგილს დაეუფლა - დიეგო დიასამიძე.
45 წონით კატეგორიაში მეორე ადგილს დაჯერდა - დავით ფარტენაძე.
50 წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა - ნოდარ ლორთქიფანიძე.
55 წონით კატეგორიაში ასევე პირველი ადგილი მოიპოვა - ლევან თავდგირიძემ.
ტურნირის მიზანია ქართულიჭიდაობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღება, დამსახურებული სპორტსმენების ღვაწლის დაფასება.