მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ქედაში, სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრთან ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღობეს, მოეწყობა ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება განათება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 103 939 ლარია გამოყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მინი სპორტულ მოედანზე შესაძლებელი იქნება როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის თამაში.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?