ქედაში სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადაეცა
აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, ქედის სოფლებში მცხოვრებ 7 მრავალშვილიან, სტიქიით დაზარალებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო-საშობაო საჩუქრები გადაეცათ. სასურსათო პროდუქტები და ტკბილეულობის ფუთები ჯალაბაშვილებში, გობრონეთში, ძენწმანში, ნამონასტრევში, კუჭულაში, პირველ მაისსა და დოლოგანში მცხოვრებ ოჯახებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - შუქრი თურმანიძესთან ერთად მიუტანეს. მსგავსი სახის აქციები ქედის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |