მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს ქედაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაციას პროექტის კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სტრუქტურული ერთეულისა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?