მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში შეუზღუდავ შესაძლებლობებზე ფილმის ჩვენებები მიმდინარეობს

14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება. წელს პირველად, მუნიციპალიტეტის გამგეობამ განსხვავებული ფორმატი მოარგო ამ დღეს და საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან ერთად კინოჩვენება/განხილვა დაგეგმა. ამერიკელი რჟისორის ჯეიმს მარშის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის ,,ყველაფრის თეორია", რომელიც მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის შეუზღუდავ შესაძლებლობებზე - ჩვენება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ეროვნული კინო ცენტრიდან მოწვეული ტრენერი უძღვება. ფილმის ჩვენებას სხვადასხვა ასაკის შშმ პირი, ინკლუზიური სწავლების პედაგოგები, ახალგაზრდები და ხელოვნების პედაგოგები ესწრებიან. ღონისძიების მიზანია შშმ პირთა ირგვლივ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და პირიქით, მათთვის სტიმულის ამაღლება, სხვადასხვა უნარების განვითარება და ხელშეწყობა. ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა განხილვა და ასევე კიდევ 2 თემატური ფილმის ჩვენება. სტუმრებს გამგეობა ალაფურშეტით უმასპინძლებს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?