მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2017 დაიწყო

25 თებერვალს ქედაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2017“ ოფიციალურად დაიწყო. შესარჩევი მუნიციპალური თამაშები: მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში 15 აპრილამდე ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ოლიმპიადა ვაჟებს შორის ფრენბურთსა და კალათბურთში შეჯიბრით გაიხსნა. 9 გუნდიდან პირველი ადგილი ფრენბურთში დანდალოს საჯარო სკოლამ, ხოლო კალათბურთში ქედის საჯარო სკოლამ მოიპოვა. მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას რეგიონალურ და დასავლეთ საქართველოს შეჯიბრში მიიღებენ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ. გამარჯვებულ გუნდებს კვებით, ტრანსპორტით და სპორტული ტანსაცმლით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს. პროგრამის მიზანია სპორტის მასობრივი და ინდივიდუალური სახეების განვითარება, უძლიერეს მოსწავლე სპორტსმენთა დაოსტატება და სპორტის მოცემულ სახეებში მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ნაკრები გუნდის დაკომპლექტება. აღნიშნული ღონისძიებები იმართება სპორტული და ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 8 800 ლარს შეადგენს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?