მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, საშობაო კონცერტი გაიმართა

დღეს, კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტების კვირეულის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება ,,საშობაო კონცერტი“ გაიმართა.

კონცერტში, კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ,,იაგუნდი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი“, ცხმორისის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები, მერისის ფოლკლორული ანსამბლი მოყვარე და ინდივიდუალური შემსრულებელი ზაალ დევაძე მონაწილეობდა.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გილოცავთ, 2024 წელი წინსვლის, კეთილდღეობის და სიახლეების მომტანი წელი იქნება, ვინაიდან მომავალ ახალ წელს რეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში შევხვდებით - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?